„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 27/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.160.016006
  • Word
27
27/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
190020020.35.160.016006
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 16 დეკემბრის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 27 975.06 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №1, 2, 3).“.

2. 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) გრანტები 16 660.20 ათ. ლარის ოდენობით.“.

3. 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური ტრანსფერი 5 050.00 ათ. ლარი.“.

4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 27 975.06 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №1, 2, 4).“.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საქონელი და მომსახურების მუხლი 7 067.63 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №4).“.

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯების მუხლი 3 827.02 ათ. ლარის ოდენობით;

„თ) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი 2 171.41 ათ. ლარის ოდენობით.“.

7. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8) დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დასვენება, კულტურა და რელიგიის ხარჯი 2 852.27 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №5).“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი    კ. ბარათაშვილი