„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 2 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 28/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.023.016007
  • Word
46
27/09/2010
სსმ, 124, 28/09/2010
010240070.22.023.016007
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 2 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №46

2010 წლის 27 სექტემბერი

. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 2 ივლისის №24 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 2 ივლისის 24 ბრძანებით (სსმ III, 05.07.2010 წ., №79, მუხ. 1161) დამტკიცებულ  დებულებაშ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ვ” ქვეპუნქტი;

ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლი;

გ) დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ინსპექციის ხელმძღვანელებს და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). ინსპექციის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში. სამსახურებრივი ინტერესებისა და სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის ან ინსპექციის უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის)..

2. სპეციალურ დავალებათა სამსახურის საქმისწარმოების მასალები 2010 წლის 15 სექტემბრამდე გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე