დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 26/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №556
2010 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში სიტყვების: ,,სამინისტროს მიერ დამტკიცებული პოლიტიკის შესაბამისად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში ნერგავს მართვის ავტომატიზებულ სისტემებს და უზრუნველყოფს მის შემდგომ განვითარებას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები