დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 26/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2010 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის14 ივლისის №406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15
ლეგალიზაციის ელექტრონული ან მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები