„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 23/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.014773
  • Word
500
23/06/2010
სსმ, 74, 23/06/2010
200010000.22.033.014773
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.773

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №500

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.2005, №32, მუხლი 306) დამტკიცებულ ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურს წერილობით წარედგინება ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგებისა (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი