,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 22/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
  • Word
93
20/02/2008
სსმ, 28, 22/02/2008
040.030.000.08.002.004
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №93

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი“ (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ. სუბელიანი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ცენტრის ქონება ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №554 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.

მ. სააკაშვილი