„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 15/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
191
15/07/2010
სსმ, 86, 15/07/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სა­ქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დე­ბუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;“.

2. 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამო­ცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართვე­ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკ­ვა­ტურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დუ­რების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიუ­რო­­ბის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამარ­თალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორცი­ელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლე­ბამოსილების ფარგლებში;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინის­ტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტი­ტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შე­ლახვის, სამსა­ხუ­რებრივი გადაცდომისა და სხვა მართლსა­წინააღმდეგო ქმედე­ბათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქ­ტებთან და­კავში­რებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესა­ბამისი რეაგირება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამ­სახუ­რებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებ­რივი შემოწმების/ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების შე­დე­გე­ბის შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარ­დგენა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქარ­თველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემ­წყო­ბი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სის­ტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინის­ტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახუ­რებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზე­დამ­­ხედველობის განხორციელება;

მ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის სა­ჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგა­დო­­ებ­რივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშე­წყო­ბა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზო­გა­დოების მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამი­ნის­ტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება სა­ქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამო­უკიდებლობის პრინციპებს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 12 ივლი­სიდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური