„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 23/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
439
22/06/2010
სსმ, 74, 23/06/2010
000000000.00.000.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №439

2010 წლის 22 ივნისი

. თბილისი

,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XI

საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 39. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდეგში სამსახური) უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 40. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის დირექტორატის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მრჩეველი;

გ) ინსტრუქტორ-კონსულტანტი;

დ) სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის სამმართველოს უფროსი;

ვ) სამსახურის ინსტრუქტორი;

ზ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით);

თ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი;

კ) სამსახურის განყოფილების უფროსი.

    მუხლი 41. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

გ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე);

დ) სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;

ე) სამსახურის მთავარი ბუღალტერი.

    მუხლი 42. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის დაცვის ოფიცერი;

ბ) სამსახურის ოპერატიული მორიგე;

გ) სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

დ) სამსახურის უმცროსი სპეციალისტი;

ე) სამსახურის დაცვის თანამშრომელი;

ვ) სამსახურის სპეციალისტი;

ზ) სამსახურის მძღოლი;

თ) სამსახურის დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი