დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 11/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №71
2008 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №138, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა.“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებსა და გატარებულ ღონისძიებებზე წერილობითი და/ან ზეპირი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსისათვის.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელშეწყობა ქვეყნის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებაში.“;
ბ.ბ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სააგენტო დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წინაშე.“;
ბ.გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის წარდგინებით;“;
ბ.დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგენს განსახილველ საკითხთა ნუსხას;
თ) ყოველწლიურად ამზადებს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც შესაბამისად დადგენილ ვადაში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს;“;
ბ.ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალა და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები