„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 11/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.004
  • Word
68
05/02/2008
სსმ, 21, 11/02/2008
130.060.000.08.002.004
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №68

2008 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და            36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 82) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე“;

ბ) დებულების მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 16.

სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.

    მუხლი 17.

სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

    მუხლი 18.

1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.“;

გ) დებულების 22-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22.

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო;

გ) ადმინისტრაცია (სამმართველო).

2. სამსახურის მმართველობის სფეროშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო, რომლის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი