საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 08/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
24/09/2010
სსმ, 35, 08/10/2010
010250020.35.165.016004
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/10/2010 - 25/07/2014)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისი ს დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,

1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმა- რების და ინფრასტრუქტურის კომისი ს დებულების დამტკიცების შესახებ (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ი . ჭიაურელი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება -მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომ – კომისია) უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

3. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 28 -ე მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ ;

ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ;

) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს ;

ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ ;

ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების , მათი საზღვრების ადგენისა და შეცვლის შესახებ ;

) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს , საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს ;

) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ ;

) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;

) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ ;

) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ ;

) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით ;

ნ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარ დგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოა დგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს;

ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

    მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.