დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 06/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016016 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2010 - 12/09/2014)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2010 წლი ს 17 სექტემბერი
ქ . თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის, 38 - ე მუხლის მე - 7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე - 3 მუხლის მე - 3 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე - 11 მუხლის მე - 2 პუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 მაისის № 27 დადგენილება. (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.126.004.555. 11 მაისი, 2007 წელი).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური
1. გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს № 17 დადგენილბით დამტკიცებული გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. № 109 .
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
5. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს № 17 დადგენილბით დამტკიცებული გამგეობის დებულების და „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარ ი ულ-ეპიდემ ი ოლოგიური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარ ი ულ-ეპიდემ ი ოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) მოსახლეობის სამედიცინო და სამედიცინო-სანიტარ ი ული დახმარების ღონისძიებათა ორგანიზებას;
ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები სოციალური დაცვის სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;
ბ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი სოციალური უფლებების მართვას;
ვ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;
ზ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები