დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 06/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016009 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2010 - 05/11/2010)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წ ლის 1 7 სექტემბერი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38 -ე მუხლის მე -7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე -11 მუხლის მე -2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული სახით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №21 დადგენილება. (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.186.004.498 12 აპრილი 2007 წელი).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმისწარმოების, საინფორმაციო, სამართლებრივ, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების, საკადრო საკითხთა და მატერიალურ -ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი სამსახურის სახლწოდების აღნიშვნით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109 .
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები საქმის წარმოების სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები საინფორმაციო მომსახურების სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;
გ) გამგებლის ინიციირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების გამოქვეყნებას;
დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
ვ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის “ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ზ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
თ) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში;
ი) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
კ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ლ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები სამართლებრივი მომსახურების სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;
დ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
ბ) გამგეობის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) სამუშაო თათბირებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებას;
დ) გამგეობის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, კონტროლს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების ვადებზე;
ე) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7. სამსახურის ფუნქციები საკადრო პოლიტიკის სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას ; საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას ;
დ ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების და მუშავებას , პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას ;
ე ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას ;
ვ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ;
თ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8. სამსახურის ფუნქციები მატერიალურ -ტექნიკური მომსახურების სფეროში
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციას, სანიტარiული ნორმების დაცვას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სა მსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 10. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები სამსახურის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ვ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და ზემდგომ ხელმძღვანელს;
ზ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ი) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
კ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
ლ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები