დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 17/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.22.032.014993 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.014.993
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-128
2010 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანების (სსმ III, 05.09.2007 წ., №125, მუხ. 1368) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესი №1-3 დანართებთან ერთად.“.
2. „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №2-131 ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში ხდება პესტიციდის ხარისხის ვიზუალური დათვალიერება. ფიქსირდება მათი გარეგნული იერსახის ცვლილებების ნიშნები, ფერის, კონსისტენციის ცვლილება, თხევადი პრეპარატების შრეებად დაყოფა, ნებისმიერი ნალექის წარმოქმნა, პასტების დატკეპნა და კოშტების წარმოქმნა, ფხვნილების, დუსტების დანესტიანება, ტარის ჰერმეტულობის დარღვევა, მარკირების ნაწილობრივი და სრული არარსებობა“;
ბ) მე-3 მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. პესტიციდების ნიმუშების აღებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;
გ) მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში განთავსებული ინსექტიციდები, რომელთა პრეპარატული ფორმა სველებად ფხვნილს წარმოადგენს და რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის პირობებში დაქვეითდა 10-12%-ით (შეუცვლელი სტაბილურობის შემთხვევაში), ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 12-25%-ით, გამოყენებული უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშებით.
6. რეალიზაციამდე ან სარეალიზაციო ობიექტებში არსებული ფხვნილისებრი ჰერბიციდები და ფუნგიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერების შემცველობა შენახვის ვადაში შემცირდა 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დაქვეითდა 12-25%-ით, აგრეთვე თესლის შესაწამლი პრეპარატები, რომელთა მოქმედი საწყისი 30%-ით შემცირდა, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების გადაანგარიშებით.“
დ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61 . სტაბილურობის მაჩვენებლის შემცირებისას აუცილებელია სამუშაო ნაზავების არევა მათი მომზადების და გამოყენების დროს.
62 . სარეალიზაციო ქსელში განთავსებულ პესტიციდებში, ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, სამსახურის გადაწყვეტილებით, ხარჯვის ნორმის გადაანგარიშების აუცილებლობის შემთხვევაში, მეწარმეებმა უნდა მოახდინონ ტარაზე მოქმედი ნივთიერების რეალური შემცველობის დაფიქსირება სამსახურის მიერ დამტკიცებული გადაანგარიშებული ხარჯვის ნორმის ჩვენებით.“;
ე) მე-4 მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირდა 10-12%-ით და სამუშაო სუსპენზიის სტაბილურობა შემცირებულია 15%-ზე მეტით, ექვემდებარება წუნდებას.
8. ფხვნილისებრი პესტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება 25%-ზე მეტად არის შემცირებული (თესლის შესაწამლი პრეპარატები 40%-ზე მეტად) ექვემდებარება წუნდებას, სამუშაო ნაზავის სტაბილურობის განსაზღვრის გარეშე.
9. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 12-25%-ით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხარჯვის ნორმების შესაბამისი გადაანგარიშების შემდეგ, სამუშაო ხსნარის ტოქსიკურობის და ფიტოტოქსიკურობის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
10. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შენახვის ვადაში შემცირებულია 10-12%-ით, ხოლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ 12-25%-ით და სამუშაო ხსნარის სტაბილურობა არ შეესაბამება გათვალისწინებულ ნორმას და ავლენს ფიტოტოქსიკურობას, ხარჯვის ნორმების გადაანგარიშების შემდეგ, ექვემდებარება წუნდებას.
11. თხევადი ინსექტიციდები, რომელთა მოქმედი ნივთიერება შემცირებულია 25%-ზე მეტად, სტაბილურობისა და ტოქსიკურობის განსაზღვრის გარეშე, ექვემდებარება წუნდებას.“;
ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აგროქიმიკატის ხარისხის შეფასება მოიცავს სარეალიზაციო ობიექტში აგროქიმიკატის განთავსების მდგომარეობის შესწავლას, გარეგნულ დათვალიერებას, შეცვლილი სახის მქონე აგროქიმიკატის ნიმუშის აღებას და ლაბორატორიაში გამოცდას, დასკვნის მომზადებას და მის შემდგომ გამოყენებაზე გადაწყვეტილების მომზადებას.“
ზ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31 . ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შედარებით აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების ცვლილებების შემთხვევაში აგროქიმიკატის გამოყენების ნორმა კორექტირდება იმ პროცენტით, რამდენითაც იგი არის შემცირებული ან მომატებული.
32 . აგროქიმიკატის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეცვლის შემთხვევაში მზადდება გადაწყვეტილება მისი ნიადაგში შეტანის წესის, ვადებისა და ტექნიკური საშუალების კორექტირების შესახებ.“;
თ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ი) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შებელტილი აგროქიმიკატი გამოიყენება მისი დაფქვის შემდეგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრის საფუძველზე გადაანგარიშებული ნორმებით.“;
კ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საშუალო ნიმუშზე კეთდება შესაბამისი წარწერა (ეტიკეტი), რომელზეც აღინიშნება აგროქიმიკატის სრული დასახელება, მოქმედი ნივთიერებები და შემცველობა, დამზადების წელი, მწარმოებელი, ნიმუშის აღების თარიღი და რაოდენობა. ეტიკეტზე ხელს აწერს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე და დამსწრე პირი.“;
ლ) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტომრებში ჩაყრილი აგროქიმიკატის ნიმუშის აღება ხდება ჩვეულებრივი ნიმუშამღებით ან სხვა ანალოგიური საშუალებით, რომელიც შეუნარჩუნებს აგროქიმიკატს გრანულომეტრულობას. ნიმუშის აღება ხდება ტომრის ზედა, შუა და ქვედა სიღრმეებიდან.
2. თითოეული სიღრმიდან აღებული ნიმუშები გაერთიანდება და მიიღება ერთი შერეული ნიმუში წონით 200-250 გრამი.“;
მ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
ნ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეუფუთავი აგროქიმიკატები მოსწორდება მისი განთავსების ადგილას, ინდივიდუალური ნიმუშები აიღება დიაგონალზე რამდენიმე ადგილას, აირევა ერთმანეთში, დაიყრება მუშამბაზე, გაიყოფა ოთხ თანაბარ ნაწილად და თითოეული მათგანიდან აიღება 200 გრამამდე ნიმუში, მოხდება მათი გაერთიანება და მიიღება საშუალო ნიმუში ერთ კილოგრამამდე.“;
ო) მე-13 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღება ხდება სარეალიზაციო ობიექტებიდან/შესანახი საწყობებიდან. თითოეული სახეობიდან აიღება ორი ნიმუში, რომელთაგან ერთი ინახება სამსახურში.“.
„5. შერჩეული ნიმუში გადაეცემა აკრედიტირებულ ლაბორატორიას გამოცდისათვის №3 დანართის საფუძველზე.“;
პ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და მე-9 პუნქტები:
„51 . პესტიციდის რეალიზაციამდე ხარისხის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები არ უნდა სცილდებოდეს ლაბორატორიული ცდომილების ზღვარს, რომელიც განისაზღვრება 10%-მდე.“.
„9. პესტიციდისა და აგროქიმიკატის ხარისხზე სამსახური რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სამსახური ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება შედეგებს.“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №1
პესტიციდის ხარისხის განსაზღვრისათვის აღებული სინჯების რაოდენობა პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობის შესაბამისად
| პარტიაში ტარის ერთეულის რაოდენობა | ტარის ერთეულის რაოდენობა, რომლიდანაც აიღება სინჯი |
| 1 | 1 |
| 2-5 | 2 |
| 6-10 | 3 |
| 11-20 | 4 |
| 21-40 | 5 |
| 41-70 | 6 |
| 71-110 | 7 |
| 111-150 | 8 |
| 151-200 | 10 |
| 201-300 | 12 |
| 301-500 | 15 |
| 501-1000 | 20 |
დანართი: №2
ნიმუშის აღების აქტი №
სამსახურის სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო:________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
(დასახელება)
ნიმუშის აღების მიზანი: _____________________________________________________
___________________________________________________________________________
ნიმუშის აღების თარიღი: _________________________________________
(რიცხვი/თვე/წელი)
ნიმუშის ამღები უფლებამოსილი მოხელე: ____________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
პესტიციდის/აგროქიმიკატის შემნახველი/რეალიზატორი/გადამზიდველი
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, რეკვიზიტები)
პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება_______________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
პარტიის № ________________________, გამოშვების წელი _______
რაოდენობით_______________________________________________ტონა
ვიზუალური დახედვის შედეგები______________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად მოხდა ნიმუშის აღება __________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ნიმუში წონით ________________კგ, ლუქით (ბეჭდით) _____________________
იგზავნება ლაბორატორიულ გამოცდაზე_________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ხელმოწერები (სახელი, გვარი, თანამდებობა)
დანართი №3
ლაბორატორიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების ჩაბარების ოქმი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
ნიმუშის ჩამბარებელი______________________________________________________
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
___________________________________________________________________________
ლაბორატორიის დასახელება____________________________________
ნიმუშის მიმღები___________________________________________________________
(გვარი, სახელი, თანამდებობა)
პესტიციდის, მოქმედი ნივთიერების/აგროქიმიკატის დასახელება_______________
___________________________________________________________________________
ნიმუშის რაოდენობა________________________________________________________
ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი____________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია ________________________________________________
___________________________________________________________________________
ნიმუშის ლაბორატორიაში შესვლის თარიღი _______________________________
ჩატარებული კვლევები
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ნიმუშის ჩამბარებლის
ხელმოწერა
ნიმუშის მიმღების
ხელმოწერა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები