თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3523-2010
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/09/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3523-2010
24/09/2010
სსმ, 73, 01/10/2010
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2010 წლი 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ენერგოგენერაცის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

 2010 წლის 4 მაისს შპს ენერგოგენერაცის“ დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპსენერგოგენერაცის“ გადახდისუუნარობისა და მოვალის გაკოტრების შესახებ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს ,,ენერგოგენერაცის“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2010 წლის 20 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23 სხდომის დარბაზში.

 კრედიტორთა პირველი კრება შპს ენერგოგენერაცის“ კრედიტორთა შუამდგომლობით გადადებულ იქნა, ვინაიდან შპს ,,ენერგოგენერაცის“ მეურვის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილ კრედიტორების შესახებ.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნს კრედიტორთა კრება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის დღის წესრიგით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნს შპს ,,ენერგოგენერაცის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მეურვის მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

1.3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნს 2010 წლის 1 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,ენერგოგენერაცის“ მეურვეს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი