„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 21/06/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.014765
  • Word
7
21/06/2010
სსმ, 72, 21/06/2010
300280000.16.009.014765
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.014.765

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება №7

2010 წლის 21 ივნისი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით (№3190-Iს) დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თანახმად, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება, ენერგეტიკის სექტორის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და მდგრადობის მიღწევა, უსაფრთხოების (ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები) უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა (სხვა საშუალებებთან ერთად) ადგილობრივი და უცხოური კომპანიების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშეწყობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის სრულად განხორციელება.

მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა საერთო მრიცხველის მეშვეობით იწვევს მომხმარებელთა უკმაყოფილებებს, რაზეც მიუთითებს კომისიაში შემოსული უამრავი განცხადება. ამასთან, ინდივიდუალური გამრიცხველიანების რაც შეიძლება მოკლე ვადაში განხორციელება დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს მისი განაწილებისა და გატარების ტარიფების გადახედვასა და მათ ამოქმედებას ა.წ. პირველი ივლისიდან. ამასთან, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ 2007 წლის 5 თებერვლის ,,აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ინდივიდუალური გამრიცხველიანების ვადის – 2017 წელი – სამი-ოთხი წლით შემცირებაზე. 

ელექტროენერგეტიკულ სექტორში განაწილებისა და გატარების საფეხურებზე ზღვრული ტარიფების შემოღება (ნაცვლად ფიქსირებული ტარიფებისა) მეტ მოქნილობას შესძენს ელექტროენერგიის განაწილების კომპანიების საქმიანობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 მუხლი 1.  ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. III თავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

ელექტროენერგიის გატარებისა და განაწილების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი)

    მუხლი 7. გატარების ზღვრული ტარიფები

1. სს „თელასის“ მიერ ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები:

ა)  შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის, შპს თბილისის მეტროპოლიტენისთვის, შპს თბილგანათებისთვის და კვალიფიციური საწარმოებისათვის ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას გარდა):

ა.ა) 35–110 კილოვოლტი –1.275 თეთრი/კვტსთ;

ა.ბ) 6-10 კილოვოლტი – 2.59 თეთრი/კვტსთ;

ა.გ) 0.4 კილოვოლტი – 3.6 თეთრი/კვტსთ;

ბ)  სს „თელასის“ მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები:

ბ.ა) 35–110 კილოვოლტი –0.206 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ) 6–10 კილოვოლტი –0.580 თეთრი/კვტსთ;

ბ.გ) 220/380 ვოლტი –1.320 თეთრი/კვტსთ.

2.  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები:

ა)  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ სს თელასისთვის“ ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები:

ა.ა) 35–110 კილოვოლტი  – 0.206 თეთრი/კვტსთ;

ა.ბ) 6–10 კილოვოლტი  – 0.580 თეთრი/კვტსთ;

ა.გ) 220/380 ვოლტი – 1.320 თეთრი/კვტსთ.

ბ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის (სს თელასის“ გარდა) ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები:

ბ.ა) 35–110 კილოვოლტი – 1.275 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ) 6-10 კილოვოლტი – 2.59 თეთრი/კვტსთ;

ბ.გ) 0.4 კილოვოლტი – 3.6 თეთრი/კვტსთ.

3. საცალო მომხმარებლებისათვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები განისაზღვროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.

    მუხლი 8. სს ,,თელასის განაწილების ზღვრული ტარიფები

1. სს ,,თელასის ელექტროენერგიის განაწილების საშუალო ზღვრული ტარიფი – 7.89 თეთრი/კვტსთ.

2. სს ,,თელასის ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა) 220/380  ვოლტი (საშუალოდ)  – 8.08 თეთრი/კვტსთ;

ბ) 6 – 10 კილოვოლტი – 7.138 თეთრი/კვტსთ;

  გ) 35–110 კილოვოლტი – 1.8 თეთრი/კვტსთ.  

    მუხლი 9. განაწილების ლიცენზიატების (სს თელასის და სს ენერგო-პრო ჯორჯიას“  გარდა)  ელექტროენერგიის განაწილების  ზღვრული ტარიფები.

განაწილების ლიცენზიატების (სს თელასის და სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა) ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა)  35–110 კილოვოლტ ძაბვაზე შესყიდული ელექტროენერგიის განაწილებისათვის:

ა.ა)    380/220 ვოლტი – 6.218 თეთრი/კვტსთ;

ა.ბ)    6–10 კილოვოლტი – 2.626 თეთრი/კვტსთ;

ა.ბ)    35–110 კილოვოლტი – 0.932 თეთრი/კვტსთ.

ბ)  6–10 კილოვოლტ ძაბვაზე შესყიდული ელექტროენერგიის განაწილებისათვის:

ბ.ა)    380/220 ვოლტი – 5.638 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ)   6–10 კილოვოლტი – 2.046 თეთრი/კვტსთ.

    მუხლი 91.    სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განაწილების ზღვრული ტარიფები

 სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა) 220/380  ვოლტი (საშუალოდ)  – 8.08 თეთრი/კვტსთ;

ბ) 6 – 10 კილოვოლტი – 4.488 თეთრი/კვტსთ;

  გ) 35–110 კილოვოლტი – 2.794 თეთრი/კვტსთ.  

IV  თავის:

ა) თავი IV სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

თავი IV

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი)“;

ბ) მე-10-მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.  სს თელასის მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი

ზღვრული ტარიფები

1. სს თელასის მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა)  220/380 ვოლტი (საშუალო) – 13.56 თეთრი/კვტსთ;

ბ)  6–10 კილოვოლტი – 12.618 თეთრი/კვტსთ;

გ)  35–110 კილოვოლტი – 7.28 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის), რომლებიც წარმოადგენენ სს თელასის აბონენტებს 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 11.424 თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 13.56 თეთრი/კვტსთ;

  გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.998 თეთრი/კვტსთ.“. 

    მუხლი 11. განაწილების ლიცენზიატების (სს ,,თელასის და სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1. განაწილების ლიცენზიატების (სს თელასის და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა)  220/380 ვოლტი (საშუალო) – 11.698 თეთრი/კვტსთ;

ბ)  6 – 10 კილოვოლტი –   8.106 თეთრი/კვტსთ;

გ)  35 – 110 კილოვოლტი – 6.412 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს თელასის და სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების გარდა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 11.0 თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14.0 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.83 თეთრი/კვტსთ.“.

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111. სს ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1. სს ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა)  220/380 ვოლტი (საშუალო) – 13.56 თეთრი/კვტსთ;

ბ)  6 – 10 კილოვოლტი – 9.968 თეთრი/კვტსთ;

გ)  35 – 110 კილოვოლტი – 8.274 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით –11.0 თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით–14.0 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი–14.83 თეთრი/კვტსთ.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

თავმჯდომარე                               გ. ჩალაგაშვილი