დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 25/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №33
2008 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, სამოქალაქო რეინტეგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის გააქტიურების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
ბ) სახელმწიფო მინისტრი – რეგიონული მართვის საკითხებში;
გ) სახელმწიფო მინისტრი – დიასპორის საკითხებში;
დ) სახელმწიფო მინისტრი – რეინტეგრაციის საკითხებში;
ე) სახელმწიფო მინისტრი – ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.“.
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები