„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 21/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
436
21/06/2010
სსმ, 72, 21/06/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №436

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III., 2004 წ., 130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და მსმენელების) და სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეების):

ა.ა) სახელფასო განაკვეთები;

ა.ბ) თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების, დანამატების, ფულადი სარგოების ოდენობები;

ა.გ) ფულადი სარგოს შემადგენელი ელემენტები;

ა.დ) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები და სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხის ოდენობა;

ა.ე) პრემირებისა და დახმარებების გაცემის წესი;

ა.ვ) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და მსმენელების) და სამოქალაქო პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეების), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეების და მოსწავლეების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები;

დ) ამ პუნქტში მითითებული გადასახდელებისა და უზრუნველყოფის სხვა საგნების გაცემის წესი და საფუძვლები, აგრეთვე მათ მიღებაზე უფლებამოსილი მოსამსახურეების კატეგორიები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი