„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 21/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
434
21/06/2010
სსმ, 72, 21/06/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2010 - 20/12/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №434

2010 წლის 21 ივნისი

. თბილისი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანდართული დებულება .

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , ძალადაკარგულად გამოცხადდესსაქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულება .

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან .

. სააკაშვილი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომშისამსახური ) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება , რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას .

    მუხლი 2

თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს .

    მუხლი 3

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებდა ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონების , ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების , ამ დებულებისა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების საფუძველზე .

    მუხლი 4

სამსახური არის ერთიანი , ცენტრალიზებული სისტემა და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს .

    მუხლი 5

სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე . სამსახურის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი .

    მუხლი 6

სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი . სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა . სამსახურის იურიდიული მისამართია : საქართველო , . თბილისი , 0179, კეკელიძის . №4.

    მუხლი 7

საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით , სამსახურს შეუძლია გამოიყენოს პირობითი დასახელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახელებით , განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ .).

თავი II

სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 8

სამსახური აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ , ეკონომიკურ , სამეცნიერო -ტექნიკურ , სამხედრო -პოლიტიკურ , ინფორმაციულ , ეკოლოგიურ სფეროებში , ასევე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში .

    მუხლი 9

სამსახურის ძირითადი ამოცანებია :

) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების , გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა -გამოვლენა ;

) საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისათვის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი დაცვის უზრუნველყოფა ;

) ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხო ქვეყნების , ორგანიზაციებისა და პირების საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ზრახვების , გეგმების , შესაძლებლობებისა და ქმედებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებით , შეგროვებით , სისტემატიზაციით , დამუშავებითა და ანალიზით ;

) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება ;

) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული , რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება , ვითარების შეფასება , მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში , ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;

) ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სადაზვერვო საქმიანობისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის , კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო ინფორმაციის რეალიზაცია ;

) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება .

თავი III

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები

    მუხლი 10

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამით .

    მუხლი 11

თავისი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით და უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური :

) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს ;

) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს , სპეციალური მომზადების , სამეცნიერო -კვლევით , სამედიცინო -პროფილაქტიკურ დაწესებულებებს , არქივს , უშვებს სპეციალურ გამოცემებს ;

) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს ;

) ნებაყოფლობით ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან , მოქალაქეობის არმქონე პირებთან , ქმნის სადაზვერვო პოზიციებს ;

) საინფორმაციო -ანალიტიკური დოკუმენტების შექმნის მიზნით ამუშავებს და აანალიზებს სადაზვერვო დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას ;

) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის , აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ;

) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ , საინჟინრო -ტექნიკურ , რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს ;

) კონსპირაციის მიზნით , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე , ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს ;

) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ , ორგანიზაციულ , ორგანიზაციულ -ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში , ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას . თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების , ოპერატიული ინფორმაციის წყაროების , საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების , საინფორმაციო მონაცემთა ბაზების , საკუთარი დოკუმენტაციის , შენობა -ნაგებობების , სატრანსპორტო საშუალებების , სხვა ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ , ოპერატიულ -ტექნიკურ და საინჟინრო -ტექნიკურ ღონისძიებებს ;

) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ;

) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და /ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს ;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობას ;

) აუცილებლობის შემთხვევაში , ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის , საკადრო შემადგენლობის , ქვედანაყოფების , შენობა -ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას , მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტების , სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით ;

) საწარმოებთან , დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ) დებს შესაბამის შეთანხმებებს , სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე ;

) შეიმუშავებს სამსახურის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტებს ;

) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან .

თავი IV

სამსახურის უფროსი

    მუხლი 12

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი .

2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში .

    მუხლი 13

სამსახურის უფროსი :

) წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს სამსახურის მიერ დაზვერვის სრული ციკლის განხორციელებას ;

) ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას ;

) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე , განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს ;

) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის ;

) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას ;

) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ;

) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ;

) სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით , საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას ;

) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს ;

) დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს ;

) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , დებს უწყებათაშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;

) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს ;

) აუცილებლობის შემთხვევაში , ხელშეკრულების საფუძველზე , სამსახურში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ;

) ხელმძღვანელობს სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას და , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე ;

) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო -სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით , ხოლო ვადაზე ადრევიცე -პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით , ასევე საკლასო ჩინებს ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს , სამსახურებრივ -საშტატო და სამხედრო -საბრძოლო იარაღს , აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს ;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურის გაგრძელების შესახებ , რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს , გარდა პოლკოვნიკთა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის ;

) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის ;

) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სამსახურის მოსამსახურეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ ;

) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია ), აგრეთვე , განსაკუთრებულ შემთხვევებში , ერთჯერადი დახმარების ოდენობას ;

) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და /ან აჯილდოებს პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის ;

) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს ;

) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში ;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

თავი V

სამსახურის უფროსის მოადგილეები

    მუხლი 14

სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე .

    მუხლი 15

სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით .

    მუხლი 16

1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით .

2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას .

თავი VI

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები

    მუხლი 17

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

) ანალიტიკური დირექტორატიუზრუნველყოფს ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებას , სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას , სისტემურ დამუშავებას და ანალიზს , ასევე სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას ;

) ინფორმაციის დირექტორატიუზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან , მათ შორის , ტექნიკური საშუალებების გამოყენებით , ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას ;

) ადმინისტრაციული დირექტორატიახორციელებს სამსახურის საკადრო , სამართლებრივ , საფინანსო -სამეურნეო , მატერიალურ უზრუნველყოფას , საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას , საპროტოკოლო ღონისძიებებს , სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას ;

) უსაფრთხოების დირექტორატიუზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას , ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ინსპექტირებას ;

) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი ) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას , კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას , სამეცნიერო -კვლევით საქმიანობას , ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას ;

) არქივი (სამმართველო ) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას .