დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 21/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №433
2010 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, №138, 2004 წ., მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებსა და გატარებულ ღონისძიებებზე წერილობითი და/ან ზეპირი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის.“;
ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“;
ბ.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალა და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები