"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 28/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016008
  • Word
93/ნ
27/09/2010
სსმ, 124, 28/09/2010
040030000.22.022.016008
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №93/ნ

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით (სსმ III, 04.06.2008, 80, მუხ.864) დამტიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესდების მე-9 მუხლის „ღქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.“.

2. წესდების 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თქვეპუნქტი:

„თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.“.

3. წესდების 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.“.

4. წესდების 39-ე მუხლჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები..

5. წესდების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს უნივერსიტეტის აკდემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი