„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №344 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 745
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 27/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016009
  • Word
745
27/09/2010
სსმ, 123, 27/09/2010
040030000.22.033.016009
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №344 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №745

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის 344 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის 344 ბრძანებით (სსმ III, 30.04.2010წ., 50, მუხლი 735) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აკადემიის ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი)..

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აკადემიას მართავს აკადემიის რექტორი (შემდგომში – რექტორი), რომელიც იმავდროულად არის მინისტრის მოადგილე..

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი