„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების(დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბერის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების(დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბერის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 744
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 27/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016008
  • Word
744
27/09/2010
სსმ, 123, 27/09/2010
190040000.22.033.016008
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების(დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბერის №737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №744

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბერის 737 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,     ვბრძანებ:

     მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბერის 737 ბრძანებაში (სსმ III, 13.11,2009, 140, მუხლი 1616) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

3. დანართი 1-ით დამტკიცებული საოპერაციო დეპარტამენტის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საოპერაციო დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

4. დანართი 2-ით დამტკიცებულ ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში სახელმწიფო ხაზინა) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს..

5. დანართი 3-ით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში  სახელმწიფო ხაზინა) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების და ვალდებულებებზე ოპერაციების მიხედვით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავება და რეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში სათანადო წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერისა და დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, შემოწმება, დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;   

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;

დ) წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გადმოცემული სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრის მომზადება და წარდგენა საქართველოს ფინანსთა  მინისტრთან შესათანხმებლად, მისი თანხმობის საფუძველზე ვალდებულებების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტზე დაშვება;“;

ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი;“.

გ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) გამოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების შესახებ ანგარიშები საოპერაციო დეპარტამენტიდან;.

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების და ვალდებულებებზე ოპერაციების მიხედვით; 

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის პროგრამული დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;

გ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენის მოთხოვნა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, შემოწმება დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;;

დ.ბ) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ვალდებულების დამტკიცება და საოპერაციო დეპარტამენტზე დაშვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.;

დ.გ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი..

6. დანართი 4-ით დამტკიცებული ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში სახაზინო სამსახური) ფინანსური რისკების მართვის  დეპარტამენტი (შემდომში დეპარტამენტი) არის სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი.;

ბ) მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ფულადი სახსრების  გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტის მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;;

გ) მე-3 მუხლის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მოითხოვოს საოპერაციო დეპარტამენტიდან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტებიდან ინფორმაცია მომავალი პერიოდის ხარჯების შესახებ;

გ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული გეგმის მონაცემებზე და გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია;;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ფულადი სახსრების  გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტის მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;.

7. დანართი 5-ით დამტკიცებული ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში სახაზინო სამსახური) ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახაზინო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;

ზ) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მეჩვენებლების კონტროლი;;

ბ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;;

გ) მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში ხაზინის სავალუტო ანგარიშზე საბიუჯეტო სახსრების სახით რიცხული სახსრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს საოპერაციო დეპარტამენტიდან..

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

დ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე;;

დ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საოპერაციო დეპარტამენტის მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მჩვენებლების კონტროლი.;

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;.

8. დანართი 6-ით დამტკიცებული აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში სახაზინო სამსახური) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახაზინო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს..

9. დანართი 7-ით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში სახელმწიფო ხაზინა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო ხაზინის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;;

ბ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სახელმწიფო ხაზინის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: 

გ.ა) და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სახელმწიფო ხაზინისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერის ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საფინანსო გეგმის შედგენა;

გ) სახელმწიფო ხაზინისათვის გამოყოფილი სახრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;;

გ.ბ) და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების კვარტალური განაცხადის და ვალდებულებების დოკუმენტების შედგენა;

ე) სახელმწიფო ხაზინის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;;

გ.დ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სახელმწიფო ხაზინის ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა; 

ი) სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სხვა გასაცემი თანხების დროულად დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების და ფაქტობრივი მაჩვენებლების, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და გაგზავნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ლ) სახელმწიფო ხაზინის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;;

გ.ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) სახელმწიფო ხაზინაში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად, საწვავის მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;;

დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:

დ.ა) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) სახელმწიფო ხაზინაში საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;

ლ) სახელმწიფო ხაზინაში ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, ადამიანური რესურსების განვითარების პერმანენტული პროცესის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;;

დ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისათვის მასალების მომზადება;;

დ.გ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ს) მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებაში და ატესტაციის შედეგების ასახავა მოსამსახურეთა პირად საქმეებში;

ტ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, სახაზინო სამსახურის უფროსის დავალებათა შესაბამისად, მასალების მომზადება რეზერვიდან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით;

უ) სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა, მრავალჯერადი და ერთჯერადი საშვების გაცემა;

ფ) სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;“.

10. დანართი 8 ამოღებულ იქნს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემბრიდან.

. ბაინდურაშვილი