"შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 06/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.135.016004
  • Word
18
17/09/2010
სსმ, 34, 06/10/2010
010320000.35.135.016004
"შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 17 სექტემბერი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის 5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის 5 დადგენილებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

 ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესავალი ნაწილი და „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესავალი ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური:

 ა) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

 ბ) საქმისწარმების განყოფილების უფროსი.;

 ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი;

 დ.ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება;

 დ.ბ) ზოგადი უნარები;

 დ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 დ.დ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.“;

 გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

1.) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება;

1.ბ) ზოგადი უნარები;

1.) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 1 აგვისტოს №3 დებულება;“;

დ) ამოღებულ იქნს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ნ. ამაღლობელი