დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 04/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016001 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. ონი
„ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების გეგმა 85000 ლარით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №1173 განკარგულების თანახმად, რომლიდანაც 20000 ლარი გამოიყოს ქ. ონში ვახტანგ მე-6-ის ქუჩაზე გაბიონის მშენებლობისათვის; 65000 ლარი სოფ. ბარში ხიდებისა და ბოგირის აღდგენისათვის.
2. შემცირდეს სოც. დაცვის სფეროში – სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თანხა 7750 ლარით და გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვისათვის – 3000 ლარი;
ბ) წყალმომარაგებაში ფანტანების მომსახურებისათვის – 2400 ლარი;
გ) გამგეობის ტრანსპორტის ხარჯისათვის – 600 ლარი;
დ) შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისათვის – 900 ლარი;
ე) ასოცირებული საწევრო გადასახადისათვის – 150 ლარი;
ვ) გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი – 700 ლარი.
3. სოფლის განვითარების პროგრამით სოფ. ღებისთვის გამოყოფილი თანხიდან ამოღებულ იქნეს ტრანსპორტის ხარჯი 3850 ლარი; წყალმომარაგებიდან 1884 ლარი და დაემატოს რელიგიის და სხვა სახის საზოგადოებრივ მომსახურებას 5734 ლარი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები