,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
22
18/01/2008
სსმ, 10, 23/01/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №22

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი სიღნაღის სატყეოს კვარტალ №16-ში 68.6 ჰა ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი