დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 08/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.118.016002 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №31
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. ონი
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №29 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები