დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 08/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №391
2010 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს ,,საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ” ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველი პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები