,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“

  • Word
,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 280.090.070.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
17/01/2008
სსმ, 10, 23/01/2008
280.090.070.08.002.004
,,კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2008 - 02/04/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №17

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ

1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის თანდართული წესი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით 2008 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს სახელმწიფო პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესი

1. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის განსაზღვრის მიზანია აღნიშნულ პირთა მიმართ ფსიქო-სოციალური და სხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებების სწორად დაგეგმვა და მათი კომპლექსურად განხორციელება.

2. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდეგში – სახელმწიფო პროგრამის) მიხედვით.

4. სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და აღნიშნულ პირთა სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

5. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.