დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდეობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;
2. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
3. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
4. გენერალური ინსპექციის უფროსი;
5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
6. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;
7. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
8. სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;
11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსი;
12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
13. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
15. სახმელეთო ჯარების სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი;
16. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი;
17. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი;
18. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი;
19. ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსი, სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;
20. სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი, მისი მოადგილე, სამშვიდობო ძალების შტაბის საქართველოში სამშვიდობო წარმომადგენლობების უფროსები.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები