ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/06/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 07/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.014716
  • Word
46/2010
04/06/2010
სსმ, 64, 07/06/2010
010190020.15.008.014716
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.716

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №46/2010

2010 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი და პარტიების მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა, განისაზღვროს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

    მუხლი 2

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადა (გარდა გაბათილებული საარჩევნო უბნებისა) გაგრძელდეს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

    მუხლი 3

ახლად შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, მოიწვევა და იმართება არა უგვიანეს 2010 წლის 10 ივნისისა.

    მუხლი 4

განმეორებით კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (10 ივნისი) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

    მუხლი 5

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღები­დან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე