„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 06/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
177
03/07/2010
სსმ, 80, 06/07/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნ­ქტის, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შე­სა­ხებ“ საქართველოს კანო­ნისა და „ნორმატიული აქტების შე­სახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შე­სა­ბამისად, „საქართვე­ლოს ლტოლვილთა და განსახლების სა­მინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგე­ნი­ლებაში (სსმ III, 2008 წელი, №29, მუხლი 312) შე­ტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულე­ბით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილ­თა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტო­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანდართული დებულება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულე­ბით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლ­ვილ­თა სამინისტროს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავ­რობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელ­მწი­ფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანო­ნით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და სა­ქარ­თველოს პრე­მიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე და­კის­რებულ ამოცანებს.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრუ­ლე­ბელი ხელისუფლების განხორციელება ოკუპირებული ტე­რი­ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (შემ­დგომ­ში – დევნილთა), ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძი­ე­ბელ­თა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგ­რაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. თავისი კომ­პეტენციის ფარგლებში იგი შეიმუშავებს და ახორ­ცი­ე­ლებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით დევნილ­თა, ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, რეპატრიან­ტთა საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რე­გუ­ლირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგა­ნიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დევნილთა, ლტოლვილთა და დროებით ემიგრა­ციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვ­რებელ ად­გი­ლებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათა­ნადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექ­მნა;“;

გ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დევნილთა და ლტოლვილთა აღრიცხვა-რეგის­ტრა­ცი­ის უზრუნველყოფა; დევნილთა და ლტოლვილთა აღ­რი­ცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგ­რა­მის შე­მუშავება, დამტკიცება და განხორციელება;“;

გ.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დევნილთა, ლტოლვილთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ად­გილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგი­ლო­ბ­­რივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორი­სო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდე­გი რედაქციით:

„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუ­პირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პი­რთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომ­ში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თა­ნ­ხ­მო­ბით თანამდებობაზე ნი­შ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ე) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლი­ბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;“;

ვ) მე-7 მუხლის:

ვ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„8. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მო­ვა­ლე­ობანია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგა­ნი­ზე­ბა;

ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავ­შირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორ­თმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დას­კვნე­ბის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

ე) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის სა­ფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრა­ცი­ასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნი­ლის მოწმობისა და ანკეტის ფორმების შემუშავება; მოწმობის გა­ცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ზ) დევნილთა მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწე­ვისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; შესაბამისი პროგრამე­ბისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ი) დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

კ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილი­ტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ლ) კონფლიქტის ზონებში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; დევ­ნილთა და სხვა პირთა კონფლიქტის ზონაში არსებული უძ­რავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

მ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სა­ხელ­მწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარ­გლებში;

ნ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიე­ბებ­თან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“;

ვ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლება-მოვა­ლეო­ბა­ნია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქარ­თვე­ლოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართვე­ლოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების გა­ნუხ­რელად შესრულებისა და დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყე­ნების კანონიერების შემოწმება;

გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონ­სტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შე­ლახ­ვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსა­წინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემო­წმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარ­დგენა;

ე) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დუ­რების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიუ­რო­ბის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავ­სებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის გან­­ხორციელება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმია­ნო­ბები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმია­ნობის სპე­ციფიკიდან, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექ­ტი­რე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“.

    მუხლი 2

დადგენილების პირველი მუხლი, გარდა მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გა­მოქ­ვეყ­ნე­­ბისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტები – 2010 წლის 23 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური