დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 23/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №13
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ნიქოზიაში 2007 წლის 30 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები