დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 17/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.014989 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.989
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №261/ნ
2010 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009წ., №156, მუხ. 1876) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №4-ში „ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება:
ა) რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ამბულატორიულ ფაზაში მკურნალობაზე დამყოლობის უზრუნველსაყოფად, პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში და პირველადი ჯანდაცვის მედდების პაციენტთან სახლში ვიზიტების ტრანსპორტირება;
ბ) ტუბერთეულებთან არსებული ნახველის შემგროვებელი პუნქტებიდან ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიაში და ცენტრალურ რეფერენსლაბორატორიაში მასალის ტრანსპორტირება;
გ) ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა;
დ) პენიტენციალური სისტემის სუპერვიზიით უზრუნველყოფა;
ე) სოციალური მუშაკის დახმარება კონსულტაცია;
ვ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ფთიზიატრის მიერ ზედამხედველობა.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი:
„4. რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების კომპონენტის დაფინანსება წარმოებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ერთი თვის ხარჯი შეადგენს 73 650 ლარს.“
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 094.6 ათასი ლარით:
| № | კომპონენტი | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| 1. | ამბულატორიული მომსახურება | 2 306.6 |
| 2. | რეფერენს კონტროლის კომპონენტი | 244.0 |
| 3. | ზედამხედველობის კომპონენტი (სუპერვიზია) | 80.0 |
| 4. | DOT სამსახურის უზრუნველყოფის კომპონენტი | 460.0 |
| 5. | სტაციონარული მომსახურება (მ.შ. რეზისტენტული ფორმების მკურნალობა (ქ.თბილისი, ქ. ზუგდიდი, აბასთუმანი) | 4 709.4 |
| 6. | რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებები | 294.6 |
|
| სულ | 8 094.6 |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები