„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბერის №317/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 248/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 17/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 470040000.22.035.014992
  • Word
248/ნ
11/08/2010
სსმ, 100, 17/08/2010
470040000.22.035.014992
„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბერის №317/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბერის №317/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.22.035.014.992

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება 248/

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის     2003 წლის 10 დეკემბერის №317/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა შემოწმების, გამოკვლევის, ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, დისპანსერიზაციის, აღრიცხვიანობისა და მკურნალობის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბერის №317/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წელი, №146, მუხ.1197) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსტრუქცია ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის წესების შესახებ (დანართი I);”;

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის სათაური (დანართი I) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის წესების შესახებ”;

3. ინსტრუქციის (დანართი I) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის მიზნით სამედიცინო-ნარკოლოგიური კვლევა ინიშნება მოქალაქის ინიციატივით ან იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებისათვის.

2. ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობის ფაქტის დადგენის მიზნით სამედიცინო-ნარკოლოგიური კვლევა ტარდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტების დაცვით.”;

4. ინსტრუქციის (დანართი I) II თავის მე-19 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)    ალკოჰოლური თრობა –  0,2 – 1,5 პრომილემდე – მსუბუქი ხარისხის;

                         1,5 – 2,5 პრომილემდე – საშუალო ხარისხის;

                         2,5 – 5 პრომილემდე – მძიმე ხარისხის.”.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ა. კვიტაშვილი