„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 7/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 18/06/2010
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.014756
  • Word
7/ნ
18/06/2010
სსმ, 71, 18/06/2010
010240070.22.037.014756
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.014.756

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №7/ნ

2010 წელი 18 ივნისი

ქ. თბილისი 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის  დებულების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის  დებულების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 11.03.2009წ. №27, მუხ. 348) დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის  დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსაფრთხოების და ტექნიკური რეგლამენტების სამმართველო – ECMT-ს (ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის) მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემისათვის აუცილებელი უსაფრთხოების სერტიფიკატების (A და B) გაცემა/დადასტურება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;  საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადება და ტესტირების ცენტრებისათვის მათი მოთხოვნების შესაბამისად მიწოდება; სერტიფიცირების/დეკლარირების სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების და ასოციაციების საექსპერტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან მიერთების, გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება ადმინისტრაციისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნისიდან.

დ. ტყეშელაშვილი