„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 18/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 410080000.22.023.014740
  • Word
22
14/06/2010
სსმ, 71, 18/06/2010
410080000.22.023.014740
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.014.740

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №22

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის  №512 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05წ., №144, მუხ. 1602) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1.  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამრეწველო თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდეგში – ინსპექცია), განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის და მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით.“

2. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თევზჭერის ლიცენზიატი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია ინსპექციაში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრასპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).“.

3. მე-18 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6-მე-15 პუნქტები.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

     „მუხლი 181. თევზჭერისას სარეწაო ჟურნალის წარმოების სავალდებულო მოთხოვნები

1. თევზჭერის (გარდა სამოყვარულო-სპორტულისა) განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.

2. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.

3. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.

4. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:

ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;

ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;

გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში), მე-6 სვეტის შევსება წარმოებს მაქსიმალური სიზუსტით;

დ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სამრეწველო თევზჭერისას ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;

ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სანაპირო თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.

5. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

6. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.

7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი, ხოლო სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მცურავი საშუალების ნაცვლად მიეთითება თევზსაჭერი ბადე–იარაღის დასახელება და ნომერი.

8. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.

9. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობი-საგან.

10. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.

11. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება  თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე