დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 15/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №508
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სისტემაში:
1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე;
2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე;
3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
4. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი;
5. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
6. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
7. სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი;
8. სამსახურის ოპერატიული მორიგე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები