საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 07/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
387
07/06/2010
სსმ, 64, 07/06/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №387

2010 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის დაარსების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი