საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 15/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
506
15/07/2010
სსმ, 86, 15/07/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (15/07/2010 - 20/06/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №506  

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ

1. ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1), საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება (დანართი №2) და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3).

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადა-კარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №76 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ.  სააკაშვილი

                                             დანართი 1

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის აღწერილობა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომელსაც კვეთს მეწამული ჯვარი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ფარის ვერცხლის ველზე – ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ივერიული გვირგვინი.

I  და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახური”.

დანართი 2

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება

1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდეგში – სამსახური) ემბლემა (შემდეგში – ემბლემა) არის სამსახურის ოფიციალური სიმბოლო.

2. ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და სამსახურის სხდომათა დარბაზში.

3. ემბლემა გამოისახება:

ა) სამსახურის ვებგვერდზე;

გ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემებზე;

დ) სამსახურის მიერ მომზადებულ კინო, ვიდეო და ფოტომასალებზე;

ე) სამსახურის შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე;

ვ) სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაზე.

4. სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე.

5. ემბლემა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დანართი 3

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშის აღწერილობა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა არის მართკუთხა თეთრი ქსოვილი პროპორციით – 2/3, რომელსაც კვეთს სწორკუთხა მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით – დროშის სიმაღლის 1/5,  რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს. ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი – საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.