„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.014705
  • Word
11
02/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
190040000.19.012.014705
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.014.705

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

 უფროსის ბრძანება №11

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებისა და სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., №79, მუხ. 700) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებას მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი:

51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2010 წლის 10 ივნისიდან შემოსავლების სამსახურში ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების აღრიცხვის ფორმას.“.

2.  ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61. სამორინეები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2010 წლის 10 ივნისიდან შემოსავლების სამსახურში ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სამორინეების აღრიცხვის ფორმას.“. 

3. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე..

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

პ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

ჟ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი“.

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებთან დაკავშირებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და გარიგებაში მონაწილე სხვა პირების ამ დებუ-ლებით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაცია; პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;.

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა)  მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (გასცემს მოგებულ თანხას ან ნივთს), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.

51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირი ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უგზავნის შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ლატარიების, აზარ-ტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირი ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.“;

დ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა (ორგანიზატორმა) პირმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები გარიგების მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.“;

დ.გ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.

13. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავენ პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზეპმლარი).“;

ე) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა გარიგების მონაწილე პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ გარიგების მონაწილე პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა (ორგანიზატორმა) პირმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ გარიგების მონაწილე პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობ (ორგანიზატორ) პირთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორ-განიზატორი) პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.“.

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებს გაუჩნდებათ ვარაუდი, რომ სახეზეა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ცნობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ცნობის მიწოდება გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმის შევსებასა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მის გაგზავნას. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა იგზავნება ელექტრონულად მისი გაგზავნის შეუძლებლობისას. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია დანართის სახით (დანართი №1) და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ უნდა იქნეს:

ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარიგება წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების დადებიდან (შესრულებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

დ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

3. თუ ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგების ფორმის გაგზავნა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, გამონაკლისის სახით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან ანგარიშგება მოახდინონ სიტყვიერად (ტელეფონით, ფაქსით და სხვა) ან კომუნიკაციის სხვა არსებული საშუალებით, მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი უნდა აღინიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან ინფორმაციის მიწოდების არა უგვიანეს შემდეგი 3 სამუშაო დღისა სამსახურს გაუგ-ზავნონ ანგარიშგების  ფორმა, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება ანგარიშგების ფორმის დაგვიანების მიზეზი..

ვ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მითითებული უნდა იყოს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) სახელი და გვარი..

4. „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე..

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის _ ქვეპუნქტები:

ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

პ) კონტროლი _ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

ჟ) მაკონტროლებელი პირი _ კონტროლის განმახორციელებელი პირი;

რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებ-რივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი“.

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა)  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დებულებით გათვალისწინებული წესით სამორინეს კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია; პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;.

გ.ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციის, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის პირობები და წესი;“.

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სამორინე არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (არ უშლის ხელს პირს მონაწილეობა მიიღოს თამაშში ან გათამაშებაში), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ სამორინესთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების 51 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთუიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.

41. სამორინის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შენმთხვევაში სამორინე ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უგზავნის შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვანიეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სამორინე ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.“.

დ.ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. სამორინეები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) – გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო არ მოითხოვს უფრო მეტი ვადით შენახვას, და სათანადო საფუძვლების არსებობისას წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

10. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სამორინეს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სამორინეები ინსტრუქციის საფუძველზე განსაზღვრავენ პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სამორინეში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).“

დ.გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. სამორინემ უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.“.

ე) მე–5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:

     „მუხლი 51. სამორინეს ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. სამორინე ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სამორინემ დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირი (კლიენტი) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) სამორინესთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სამორინე ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.“.

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა)  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სამორინეებს გაუჩნდებათ ვარაუდი, რომ სახეზეა ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ დებულებით დადგენილი წესით მიაწოდოს ცნობა ანგარიშგების ფორმის სახით. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია დანართის სახით (დანართი №1). ანგარიშგების ფორმა იგზავნება ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა იგზავნება ელექტრონული ფორმის გაგზავნის შეუძლებლობისას.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმით ცნობის მიწოდება გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ უნდა იქნეს:

ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარიგება წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს _ შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების დადებიდან (შესრულებიდან) არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ _ შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სამორინის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

3. თუ ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგების გაგზავნა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, გამონაკლისის სახით, სამორინეები ვალდებულნი არიან ანგარიშგება მოახდინონ სიტყვიერად (ტელეფონით, ფაქსით და სხვა) ან კომუნიკაციის სხვა არსებული საშუალებით, მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი უნდა აღინიშნოს შემდეგ წარდგენილ ცნობაში. სიტყვიერად, ფაქსით ან ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიუხედავად, სამორინეები ვალდებულნი არიან ინფორმაციის მიწოდების არა უგვიანეს შემდეგი 3 სამუშაო დღისა, სამსახურს გაუგზავნონ ანგარიშგების ელექტრონული ფორმა, რომელშიც აღინიშნება ელექტრონული ფორმით, ფაქსით ან სიტყვიერად შეტყობინების გაგზავნის ზუსტი დრო, აგრეთვე შეტყობინების გამგზავნი და მიმღები პირები. იქვე მიეთითება  შეტყობინების დაგვიანების მიზეზი.“.

ვ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი სამორინის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელი და გვარი.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი