„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 480500010.22.030.014884
  • Word
172
15/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
480500010.22.030.014884
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.500.010.22.030.014.884

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №172

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

  „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამე-გობრობის ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №47 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009წ., №25, მუხ. 316) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ანაწილებს ქვედანაყოფში შემოსულ მასალებს;

ე) ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე