დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 21/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.014879 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.014.879
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №167
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის № №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ. 197) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;
დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;
ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით;
ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები