„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.014873
  • Word
644
19/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
140010000.22.034.014873
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.014.873

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №644

2010 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ.909) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კინოლოგიის სამსახური“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენცია

1. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; 

ბ) ექსპერტიზების ჩატარება;

გ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე (მეპატრონე) სამინისტროს თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და კონტროლი;

დ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების სათანადო საკვებით და მედიკამენტებით დროული უზრუნველყოფა და კონტროლი.

2. კინოლოგიის სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.”

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;“

ბ)  „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ე) შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ვ) ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ზ) კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

თ) სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური.“.        

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი