,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
202
20/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
000000000.00.000.000000
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202

2010 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54,  მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, დამატებები და 41 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „პ“ და „ყ“ ქვეპუნქტები; 

ბ) პირველი პუნქტის ,,შ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,შ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა.;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:

,,ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და მართვა;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პროექტების მომზადება.;

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება.;

ე) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური