,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 741
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
741
30/12/2007
სსმ, 1, 03/01/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №741

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობის მუკუზანის სატყეოს მიმდებარე ტერიტორია კვარტალი №22 ლიტერი №14 – 1.0 ჰა, ლიტერი №21 – 6.2 ჰა, ლიტერი №22 – 1.4 ჰა, ლიტერი №24 – 2.0 ჰა, საერთო ფართობი – 10,6 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი