,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
200
20/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
000000000.00.000.000000
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2010 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრ­თელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) დამტკი­ცე­ბულ დე­ბუ­ლე­ბაში შე­ტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლი­ლე­ბები: 

1. მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარ­სის ქვეპუნქტი:

თ) ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური..

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:        

ა) სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობის მარ­თებუ­ლობის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყე­ნე­ბის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკე­ბის ანალიზი, სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭ­რა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერ­თეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და მათი განუხრელი შესრულების კონტროლი;

გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავე­ბა;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერ­თე­ულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;      

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერ­თეულების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარ-ღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთე­უ­ლებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებ­რივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტი­ტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამ­სა­ხურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან და­კავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შე­­საბამისი რეაგირება;              

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხუ­რებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შე­მოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკ­ვ­ნისა და ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა..

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური