,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 740
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
740
30/12/2007
სსმ, 1, 03/01/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №740

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია – კვარტალი №18, ლიტერი №1 – 1.0 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი