დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 20/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 20/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.21.014.014876 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.014.876
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანება №4
2010 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006წ., №1, მუხ. 1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. დებულების 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 35-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. გეგმის წარდგენის დროებითი წესი
2010 წლისათვის შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ამ დებულების დანართი №3-ის ცხრილი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის არა უგვიანეს ამავე წლის 1 სექტემბრისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ დებულების დანართი №3-ის ცხრილი №2-ით გათვალისწინებულ კორექტრირებულ ინფორმაციას წარმოადგენს სააგენტოში 2010 წლის 1 სექტემბრამდე, ამ ინფორმაციასთან ერთად მან ასევე უნდა წარადგინოს ამ დებულების დანართი №3-ის ცხრილი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.
2. დებულების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფო შესყიდვების გეგმა
შევსების თარიღი „ “ ______________ _____ წელი
______________________________________________________________________
შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და რეკვიზიტები
______________________________________________________________________
დაფინანსების წყარო
| ცხრილი №1 | ||||||||||
| სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს შესაბამისად |
| |||||||||
| ცხრილი №2 | ||||||||||
| შესყიდვის ერთგვარო-ვანი იბიექტების ჯგუფის დასახელება | ლოტი | შესყიდვის ობიექტი | განზომი-ლების ერთეული | შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებუ-ლება | შესყიდვის საშუალება (ტენდერი, ფასთა კოტირება, ერთ პირთან მოლაპარაკება) | შესყიდვის განხორციე-ლების ვადები | მიწო-დების ვადები | შენიშვნა | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
ორგანიზაციის ხელმძღვანელი “.
მთავარი ბუღალტერი
სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები