„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 58/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 20/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014872
  • Word
58/ნ
15/07/2010
სსმ, 88, 20/07/2010
040030000.22.022.014872
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახეწლმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.872

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №58/ნ

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული წესდების (სსმ III, 04.06.2008, №80, მუხ. 864) 59-ე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (ფინანსური დავალიანება);

ბ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა;

გ) ავადმყოფობა;

დ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

ე) აკადემიური შვებულება – უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს შვიდი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.

4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

გ) პირადი განცხადება;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;

ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ვ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერმიღება;

ზ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;

თ) გარდაცვალება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის უფლება.

7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი